🔹 რა არის ლურსმნებზე დგომა ?
🔹 რა არის ლურსმნებზე დგომა ?
ლურსმნებზე დგომა — ეს არის ფიზიკური და მენტალური პრაქტიკა, რომლის მიზანია სხეულის, გონებისა და ენერგიის გაწვრთნა. ძველად ამ პრაქტიკას იყენებდნენ მონაზვნები, საბრძოლო ხელოვნების ოსტატები და მედიტაციის მასწავლებლები, რათა დაეძლიათ ტკივილი, დაეწყოთ სიღრმისეული თვითშემეცნება და გაემყარებინათ ნებისყოფა.
ლურსმნებზე დგომისას, ფეხები ტერფებით დგებიან სპეციალურ დაფაზე, რომელზეც თანაბრად განლაგებულია ლურსმნები (ზოგჯერ ხის წვეტები ან მეტალის წვერები).
ეს პრაქტიკა ასტიმულირებს ქვეშა სხეულის აქტიურ წერტილებს (ე.წ. "შოკური თერაპიის" პრინციპით), აყავს სხეული სტრესიდან და ამაღლებს ცნობიერების დონეს.
შეარჩიეთ ჩვენთან ხელნაკეთი, მაღაზი ხარისხის სადჰუს დაფები საუკეთესო ფასად! დაათვალიერეთ ჩვენი მაღაზია
როგორ შევარჩიოთ პირველი დაფა, რომ მაქსიმალურად გამოგვადგეს ? რა დაფის ტიპები არსებობს და რომელი შენთვის საუკეთესო ?
როგორ დავდგეთ დაფაზე პირველად სწორად ? გაფრთხილებები და რჩევები დამწყებთათვის
ამობეჭდეთ ან დაათვალიერეთ ჩვენს მიერ შექმნილი პირველი ქართულენოვანი გაიდი, სადაც დეტალურად აღწერილი, როგორ დადგეთ სწორად დაფაზე პირველად. აქვეა კალენდარი სუნთქვით მედიტაციბეთ ერთად პირველი 14 დღის მანძილზე, რმელიც განსაკუთრებით დამწყებ სადჰუელებს გამოდგებათ.
სადჰუს დაფაზე დგომის დრო იყოფა 3 ეტაპად. პირველი ეტაპია დრო 5 წუთამდე, მეორე - 10/15 წუთიანი პერიოდი და ბოლო - 15 წუთი+
პირველი ეტაპი არის შეგუების ეტაპი, როდესაც ხდება ტკივილის მიღება. შესაძლებელია უბრალოდ პირველ ეტაპზე გაჩერება და დღეში სამჯერ 5 წუთიანი დგომის გაკეთება მაგალითად დილას, შუადღესა და საღამოს. ეს პროცესი გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, გაგიძლიერებთ ფოკუსს და გაავარჯიშებს თქვენს მენტალს. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც დაკავებული ხართ ძლიან დღის განმავლობაში და თუნდაც სამსახურში არ გაქვთ საშუალება, რომ ხშირად, შედარებით დიდი ხანი დადგეთ ლურსმნებზე. ეს მომენტალური გადართვა ტკივილზე კარგია რომ დაბრუნდეთ ,,აქ და ამჟამად“, ანუ ამწყოში და მოხდეს გონების რესტარტი, ანუ არსებული გარემოდან, ფიქრებიდან გამოთიშვა და დაბრუნება აწმყოში.
მეორე ეტაპი უკვე აქტიური ეტაპია და, როგორც წესი, დაახლოებით 1 კვირიანი ვარჯიშის შემდეგ მიიღწევა. ამ ეტაპზე ძლიერდება 5 წუთიანი ვარჯიშით მიღებული სარგებელი (ბენეფიტები): ხელებში სითბოს აშკარად მეტად გრძნობთ, თქვენ ს ნერვულ სისტემას ატყობთ, რომ უფრო მშვიდია და დაფა თქვენი ახლო მეგობარი ხდება. 5-15 წუთიანი პრაქტიკის გაკეთება დღეში ერთხელ (შაწყის ეტაპზე) ან ორჯერ არის რეკომენდირებული. ის აუმჯობესებს ძილის ხარისხს და დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე.
მესამე ეტაპი საბოლოო ეტაპია. რატომ ? იმიტომ რომ 15 წუთის შემდეგ ლურსმნებზე უბრალოდ დგომა პრაქტიკულად იმავე სარგებელს იძლევა, რაც წინარე, მეორე ეტაპის 10-15 წუთიანი პრატიკა. ამ მესამე პერიოდში მნიშნელოვანია რომ ჩართოთ დამატებითი სავარჯიშო სისტემები სუნთქვის სახითა თუ ეენრგეტიკული მოძრაობების ელემენტებით. სწორედ ეს მესამე ეტაპი გიხსნით გზას შინაგანი დიდი მოგზაურობისკენ, სადაც ხდება როგორც ორგანიზმის, ასევე მენტალის გამოცდა.
არ არის რეკომენდირებული მესამე ეტაპზე სწრაფი გადასვა, ეს უფრო გამოცდილი იოგებისთვისაა, რომელბიც დიდი ხანი იდგნენ დაფაზე და ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურთ. ძირითადად, მესამე ეტაპი 15-45 წუთიან დაფაზე დგომის მონაკვეთს მოცავს, რომელსაც სპეციალური მომზადება და გამოცდილება ჭირდება.
სადჰუს დაფის სარგებელი იყოფა 3 ნაწილად: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური.
ფიზიკური სარგებელია: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ფეხის ტერფზე არსებული ათასობის ნერვული დაბოლოების მასაჟი, სისხლძარღვების სისტემის გამავლობის გაუმჯობესება, მოქმედება ნერვულ სისტემაზე რაც უნდა აისახოს დროთა განმავლობაში გაუმჯობესებულ ძილის ხარისხზე, შინაგან სიმშვიდესა და დაძაბულობის მოხსნაზე.
დაფაზე დგომისას აუცილებელია, რომ ყურადღება გადაიტანოთ რაიმე საგანზე (მაგალითად ხეზე). ამ პროცესით თქვენ აიცილებთ ტკივილისგან მიღებულ დისკომფორტს და უფრო მეტად შეძლებთ თქვენი ყურადრების კონტროლს.
მნიშვნელოვანია დაფაზე დგომისას, რომ ყოველთვის დაუბრუნდეთ აწმყოს, ანუ არ გაგექცეთ ფიქრები. იცოდეთ, თქვენ ხართ აქ და ამჟამად, თქვენ იღებთ იმ ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება დაფაზე დგომის შედეგად. ეს ტკივილი ეტაპობრივად ტრანსფორმირდება თქვენში და გაძლევთ შინაგან ენერგიას, გაძლევთ წინააღმდეგობის ბლოკების დაშლის საშუალებას და რაც მთავარია, გიხსნით კარს შინაგანი მოგზაურობისათვის.