თუკი დამწყები ხართ, გირჩევთ 8 მილიმეტრის დაშორებიანი, სტატიკური (ფიქსირებულ ლურსმნებიანი) დაფა აირჩიოთ, ვინაიდან ეს მოგცემთ მარტივად დადგომის საშუალებას. შემდგომში, ეტაპობრივად შეგიძლიათ გაზარდოთ დაშორება ლურსმნებს შორის და გადახვიდეთ 10 ან სუაც 12 მილიმეტრიან დაფაზე, თუმცა ამ პროცესისათვის, როგორც წესი წელიწადი ან უფრო მეტი დროა საჭირო.
თუ ტკივილის ამტანობით გამოირჩევით, შეგიძლიათ თაიდანვე დინამიური დაფა მოსინჯოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სხეული ეტაპობრივად შეაჩვიოთ ლურსმნებზე დგომას.