✅ ეტაპობრივი ინსტრუქცია:
მოამზადე სივრცე
განათავსე დაფა იატაკზე მყარად. სკამი დადგი დაფის წინ, დაახლოებით 30–40 სმ-ში. მეორე სკამი დადგი უკან — დასაჯდომად.
დაჯექი უკანა სკამზე
მოდუნდი. გაასწორე სუნთქვა. გადახედე დაფას. მზად ხარ, დაეუფლო საკუთარ შიშს და წინააღმდეგობას.
დაიწყე მარჯვენა ფეხით
შემდეგ მარცხენა ფეხი
იგივე სქემით. ახლა ორივე ტერფი დაფაზეა, თუმცა შენ ისევ ზიხარ. შეჩვიე შეგრძნება.
ფრთხილად ადექი და გადაიტანე წონა წინა სკამზე
ხელებით დაეყრდენი წინ მდგომ სკამს. ნელ-ნელა აიწიე უკანა სკამიდან და გადაიტანე წონა ხელებზე. ამ დროს ფეხები რჩება დაფაზე.
მიიღე ტკივილი როგორც გამოცდილება
არ ებრძოლო. არ წინააღმდეგობა გაუწიო. უბრალოდ დააკვირდი როგორ რეაგირებს სხეული. ილაპარაკე შიგნიდან საკუთარ თავთან:
"ეს ტკივილი დროებითია" "მე ვარ უსაფრთხოდ"
"ეს არის ჩემი გონების ვარჯიში"
არ ჩაისუნთქო ღრმად შიშით — ისუნთქე რბილად, თანაბრად
მშვიდი სუნთქვა გეხმარება იმპულსების რეგულაციაში. რაც უფრო შეგნებულად სუნთქავ, მით უფრო მალე ამშვიდებ ნერვულ სისტემას. გაითვალისწინე: სუნთქვითი პრაქტიკების შესრულებისას თუ იგრძენი თავბრუსხვევა, შეწყვიტე სუნთქვითი ვარჯიშები და ჩვეულ სუნთქვით რეჟიმში განაგრძე პრაქტიკა.
🧦 შენიშვნა წინდებზე:
დამწყებთათვის დასაშვებია თხელი ბამბის წინდებით დადგომა პირველ დღეებში. თუმცა მიზანი გახლავთ ტერფის უშუალო კონტაქტი დაფასთან, ამიტომ როცა იგრძნობ მზადყოფნას — სცადე შიშველი ფეხით.
პირველი ქართულენოვანი ბროშურა: როგორ დავდგეთ ლურსმნებზე, 14 დღიან მედიტაციასთან ერთად
⚠️ გაფრთხილება და რეკომენდაციები დამწყებთათვის:
არ დადგეთ ლურსმნებზე, თუ გაქვთ: კანის დაავადებები, ღია ჭრილობები ტერფებზე, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.
ონკოლოგიური დაავადებების დროს, მაღალი არტერიული წნევის პერიოდში.
არ დადგეთ ნასვამ მდგომარეობაში ან ფსიქოაქტიური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, ასევე ნაბახუსევზე.
მოერიდეთ დაფაზე დგომას ორსულობის, ლაქტაციის, ასთმის, ეპილეფსიისა და სხვადასხვა მძიმე ფსიქოლოგიური დაავადებების დროს.
გამოიყენეთ ტაიმერი. პირველ დღეებში დროის გაზომვა მნიშვნელოვანია.
გქონდეთ რამე საყრდენი ახლოს, თავდაპირველად შეიძლება ბალანსის
დაჭერა გაგიჭირდეთ.
სანამ დაიწყებ! გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ოლიმპიადა, სადაც ადამიანები ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდხანს იდგება ლურსმნებზე, ან ვინ უფრო დიდი ტკივილს გაუძლებს.
აქ ძირითადი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს შეგრძენებეზე და იმაზე, რომ იწყებ. ყველაზე რთული პერიოდი პირველი კვირაა, სადაც ერთიანდება ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებები და და განცდა, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა.
ამ კვირის მთავარი მიზანი უნდა იყოს დისციპლინა და ეტაპობრივი მიღება ტკივილის. გახსოვდეს, რომ ამ კვირის შემდეგ, თუკი მიყვები ინსტრუქციას, ტკივილი უკვე აღარ იქნება ისეთივე აუტანელი, როგორიც დასაწყისსში იყო და ამ ტკივილთან ერთად, ეტაპობრივად შენი შინაგანი მოგზაურობა დაიწყება. შენ ისწავლი ამ ტკივილის მიღებას და დაგეუფლება სიამაყე, სასიამოვნო განცდა.
ასევე, ლურსმნებზე დგომა არის მედიტაციური პროექტი, ანუ ეს არის საკუთარ თავში ჩაღრმავება. შენ წინ გელოდება მოგზაურობა საკუთარ შეგრძნებებში, საკუთარ თავში. შეგიძლია ამისათვის ჩართო სამედიტაციო მუსიკა, მანტრა.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!